საქართველოში „კოვიდ 19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 408 შეადგინა. მათგან 95 გამოჯანმრთელებული და ოთხი გარდაცვლილია. თბილისის ინფექციურ კლინიკას ამ დროისთვის ახალი პაციენტები არ ჰყავს, თუმცა ამ დრომდე ორ კრიტიკულ პაციენტს მკურნალობენ.
გუშინ ახალი პაციენტი მიიღო ბოჭორიშვილის კლინიკამაც.
როგორია პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.