მეტროს 20 მემანქანე კორონავირუსით დაინფიცირდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ჩანაცვლება უკვე მოხდა და მეტროს მუშაობის შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი კომპანია მათი თანამშრომლების ტესტირებას უზრუნველყოფს.