ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ ერთი პაციენტი რჩება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ ამ დროისთვის ერთი პაციენტი რჩება. 19 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა და ის ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ტემპერატურის მატების გამო კი კლინიკას თავად მიმართა.
ექიმების განმარტებით, მას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, გამოირიცხა პნევმონიაც, თუმცა პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მაშ შემდეგ დატოვებს, რაც ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი გახდება ცნობილი. პასუხს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. კლინიკა უკვე დატოვა 26 წლის ქალმა, რომელსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.