საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ინფექციონისტებთან შეხვედრა გაიმართა.
სპეციალისტებმა სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები გააცნეს და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომლის დაცვაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუცილებელია. ორგანიზაციამ პარტნიორ კომპანიასთან ერთად სკოლის ადმინისტრაციას საჩუქრად სადეზინფექციო ხსნარებიც გადასცა.