ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს.
ფრენები პირველი იანვრიდან შესრულდება. ოფიციალური ინფრმაციით, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე მცირებიუჯეტიან ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს. „ინდიგო“ ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით განახორციელებს. ანუ თვითმფრინავი ჩამოფრინდება დელიდან თბილისში, ასევე ლონდონის მგზავრებიც დაემატებიან და შესრულდება თბილისი-დელი-ლონდონის მიმართულებაც.