Wizz Air-ის მენეჯმენტი საქართველოში

ავიაკომპანია „ვიზეარისტოპ-მენეჯმენტი იმყოფება საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30-ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა და პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი იყო.  იმერეთის ინფო-ტურის ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულა და ქუთაისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. ვიზიტის მეორე დღეს კი შეხვედრები უკვე თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება.