ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტმა თითქმის 6 კმ.-ის სიმაღლეს მიაღწია. ვულკანის ამოფრქვევა იავაზე, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მოხდა. მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ბრძანება ამ დრომდე არ გაცემულა. ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.
გასული კვირის განმავლობაში ინდონეზიაში რამდენიმე მეწყერი და მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან, 9 იანვარს ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი „ბოინგი 737-500“ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ზღვაში ჩავარდა. ბოინგის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა.