ინდოეთის და ჩინეთის დაპირისპირება

აზიაში ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს, ინდოეთს და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად მწვავდება.

დელი და პეკინი უარს ამბობენ, აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული პრეტენზიები ჰიმაილაის მთიანეთში. უთანხმოება ხშირად ორი ქვეყნის სამხედროებს შორის დაპირისპირებაში გადადის, თუმცა ბოლო შემთხვევა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უპრეცედენტო იყო. ჰიმალაის მთებში ორი ქვეყნის ჯარისკაცების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ინდოეთი ჩინეთს ტერიტორიის ოკუპაციაში ადანაშაულებს.