საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ევროკავშირის ელჩის შემდეგ ინდივიდუალური შეხვედრების მეორე რაუნდისთვის აშშ-ის ელჩის რეზიდენცია შეირჩა. პოლიტიკოსები დიპლომატებს ამჯერად ცალ-ცალკე ფორმატში აცნობენ იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილება მათი აზრით, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.
ბოლო შეხვედრა ალეკო ელისაშვილთან გაიმართა, რომელმაც რეზიდენცია ოპტიმისტური განწყობით დატოვა. „მოქალაქეების“ ლიდერი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოების რეალურ პერსპექტივაზე ალაპარაკდა.
ნათია ქენქაძე ესაუბრა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც ელჩებს ბოლოს შეხვდნენ.