„ინდეფენდენთი“ საქართველოზე

„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცნირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა“ – ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად, „ინდეფენდენთის“ სიაში მოხვდნენ: ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი. “პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ. “თუ ვაქცინირებული ხართ საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“- წერს „ინდეფენდენთ“-ის ჟურნალისტი ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვებიც მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.