ინციდენტი თსუ-ში

ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტების ნაწილი აუდიტორიასთან მივიდა და ირაკლი კობახიძისგან ახალგაზრდების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდა მოითხოვა. დაზარალებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვინებით გავრცელდა ცნობა, რომ დაზარალებულთან უცხო მამაკაცი შევიდა, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. ის პოლიციამ კლინიკის ტერიტორიიდან გაიყვანა. მოხდართან დაკავშირებით არც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და არც საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ. განცხადება არ გაუვრცელებია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქვე გეტვით, რომ სტუდენტების ნაწილი ამ წუთებში თსუ-სთან იკრიბება.