ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე პირი, ჟურნალისტების ნაწილთან ერთად, რუსული რუბლებით მივიდა და პროვოკაცია სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება სტუდენტების მეორე ნაწილმა არ მისცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პირები არც კობახიძის და არც თსუ-ს სტუდენტები არ არიან.
მომხდარს ეხმაურებიან მმართველ გუნდში.