ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის განცხადებით, კონსილიუმის გამართვის შემდეგ პაციენტს ტერფზე პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება. შემთხვევა გუშინ მოხდა. კურიერი სამსახურებრივ უფლება-მოსილების ასრულებდა, რა დროსაც შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით ტერფის არეში ჭრილობა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.