სოფელ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის მილის აფეთქებისას დაშავებული ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.
მკურნალი ექიმის, გოგა წერეთლის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.
პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.