სალიკვიდაციო სამუშაოები დედაქალაქში

დედაქალაქში პრობლემები მოჰყვა უხვ ნალექს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოებისა და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

სამაშველო ჯგუფის უმეტესობა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში გამოიძახეს. ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში დაიტბორა ქუჩები. წყალი შევარდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში და პირველ სართულებზე. ქუჩებში კი ნიაღვარმა დააზიანა რამდენიმე ავტომობილი. დიდ დიღომში ქუჩების ნაწილის დასუფთავება დილიდან დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები. გამგებლის განცხადებით, დაზარალებულ მოქალაქეებს გაეწევა დახმარება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. უხვი ნალექის გამო, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, ასევე დაიტბორა „ბერი ანდრიას ფონდის“ შენობის პირველი სართული. შენობაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდები იმყოფებიან.

 

დატოვე კომენტარი