ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიასთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული, რაც იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მორაგბე რამაზ ხარაზიშვილს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.