ინციდენტი ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
მეხუთე კლასის მოსწავლეს თანაკლასელის მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბავშვის დედა პირველ არხთან ყვება, რომ მისი შვილის კლასელის მამამ ბავშვს ხელი გაარტყა, ყური აუწია და დაემუქრა. მისივე თქმით, მოძალადე მშობელი პოლიციის თანამშრომელია.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ოჯახი პოლიციას დღესვე მიმართავს. შემთხვევას წინ კლასელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.