გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები მუშაობენ. აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა. ცნობილია რომ სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა, ამობრუნდა და აფეთქდა. შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია “სოკარის” კუთვნილი ბენზინმზიდი გადავარდა. გრძელდება ტერიტორიის შესწავლა.