შატილის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ისევ მძიმეა შატილის გზაზე ავტოკატასტროფის დროს დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამივე დაშავებული პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკაში შეყვანის დღეს ორ დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება.

დატოვე კომენტარი