16 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. მას ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მოზარდის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე 1998 წელს დაბადებული პირი დააკავა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოზარდები ბანქოს თამაშობდნენ და კონფლიქტი მათ შორის სწორედ ამ დროს მოხდა. დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.