ინციდენტი ბათუმის საკრებულოში

პირველი ინციდენტი კი დილიდან, სხდომის დაწყებისთანავე მოხდა.

მიზეზი ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნა გახდა, – გადაეცათ მათთვის  ბათუმის მერიის აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების სია. მათ განაცხადეს, რომ ადგილი აქვს ნეპოტიზმის შემთხვევებს რასაც უარყოფენ „ქართულ ოცნებაში.“

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სია წარადგინეს, რომელიც მათი თქმით, მერიამ უკვე გადასცა ოპონენტებს. ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა. ფიზიკური დაპირისპირების განსამუხტავად სხდომათა დარბაზში შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა.