ახალგაზრდა ექთნის შემთხვევაზე გამოკვლევა გრძელდება, პარალელურად კი ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი არ გაჩერებულა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იმედოვნებს, რომ მომხდარი ფაქტი ვაქცინაციის მიმდინარეობას არ შეაფერხებს და გეგმა განსაზღვრულ ვადებში წარიმართება.