იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ კაბალში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, სადაც ლაგოდეხის მერის მოადგილეებთან ერთად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას გაეცნო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი ცენტრი სამი თემის – ბაისუბნის, ფონისა და კაბალის 12 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ცენტრი ქ. ლაგოდეხის გარდა, გახსნილია ცოდნისკარისა და აფენის თემში.