კორონავირუსი - „ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველო“, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებას საკუთარ ხედვას წარუდგენს. პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინეს.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, მასობრივი ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად, აუცილებელია, შეიქმნას ამცრელი მობილური ჯგუფები. ასევე, მოხდეს ვაქცინირებული მოსახლეობის წახალისება და საჯარო სფეროში დასაქმებულებისთვის შემოიღონ სავალდებულო ვაქცინაცია ან ტესტირება.