ვაქცინაციის პროცესი

მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, კომპანია „არემჯის“ 55 თანამშრომელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. კომპანიის თანამშრომლებმა „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინიციატივის საფუძველზე, რომელიც მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულ ვაქცინაციას ითვალისწინებს, კომპანია „არემჯიმ“ ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ცალკე კაბინეტის მოწყობის თხოვნით მიმართა.