საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადაყენებას, მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი მოითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეულმა ირაკლი დარცმელიძემ და „ქართული ოცნების“ კვოტით ბორდში შესულმა გიგა ჩხარტიშვილმა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ 5 მოქმედი წევრია. დირექტორის გადაყენებას კი 3 ხმა სჭირდება.
საკითხზე საბჭო ორშაბათს იმსჯელებს და 10 დღიან ვადაში ჩანიშნავს სხდომას, სადაც დირექტორის გადაყენების საკითხს გადაწყვეტს.