საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი.
გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ სამეურვეო საბჭოს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა. პრეტენზიებს და დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს, მენეჯმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს უკავშირებს.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში, სულ 5 მოქმედი წევრია. დირექტორის გადაყენებას 3 ხმა სჭირდება. საკითხზე საბჭო ორშაბათს იმსჯელებს და ათდღიან ვადაში ჩანიშნავს სხდომას, სადაც დირექტორის გადაყენების საკითხს გადაწყვეტს.