იმიტირებული სასამართლო პროცესები

საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით, თბილისში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ასევე პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.