დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებიდან 100 წელი გავიდა.
საუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იმიტირებული არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ბიულეტენები მათთვის მისაღებ ენაზე იყო დაბეჭდილი.
1919 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე მედიასთან ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ისაუბრა.