„იმედის“ დარბევის და 7 ნოემბრის საქმე  

ბადრი პატარკაციშვილის დას დღეს სასამართლომ პირველად მოუსმინა.

ნანა პატარკაციშვილმა ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე განვითარებული პროცესები გაიხსენება და ვრცლად ისაუბრა, როგორ დაიძაბა ბიზნესმენსა და იმდროინდელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა და რის სანაცვლოდ სთავაზობდნენ მაშინდელი მაღალჩინოსნები მფლობელს, ტელევიზიის დათმობას, რაზეც უარი მიიღეს.

გარდაცვლილი ბიზნესმენის დის მტკიცებით, ტელე-კომპანია „იმედში“ შეჭრის და პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც ბიზნესმენის აქტივების იძულებით დათმობა მოჰყვა.

გამოძიება შვიდი ნოემბრის აქციის დარბევის, „იმედში“ შეჭრის და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეებზე ყოფილ პრეზიდენტს და ოთხ ექს-მინისტრს ედავება.