რამდენიმე თვიანი შეზღუდვის შემდეგ დონალდ ტრამპს შესაძლოა „ტვიტერზე“ წვდომა დაუბრუნდეს.
მიკრობლოკს ახალი მფლობელი ჰყავს. სან-ფრანცისკოში 16 წლის წინ დაარსებული სოციალური ქსელი ილონ მასკმა იყიდა. გავლენიანი პლატფორმა „ტესლას“ და „ისფეის იქსის“ დამფუძნებელმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. იმ ფონზე, რომ მასკი გავლენიანი სოციალური მედიის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა და მის პოტენციალს საკმარისად ათვისებულად არ მიიჩნევდა, მოსალოდნელია, რომ „ტვიტერის“ მიდგომები შესაძლოა შეიცვალოს. უკვე დაანონსდა, რომ მასკი პლატფორმაზე მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას და დაბლოკილი ანგარიშების დაბრუნებას აპირებს. „ტვიტერის“ შეძენამდე მან მოქალაქეებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა. „ტვიტერის“ გაყიდვის შემდეგ უფლებადამცველები და სოციალური მედიის ექსპერტები გარკვეულ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. მასკი გაფრთხილებას იღებს ევროკავშირიდანაც.