ამ წუთებში ილიაუნის სტუდენტები აკადემიური საბჭოს წევრებსა და რექტორს ხვდებიან. მათი თქმით, მთავარი კითხვები მათ საბჭოს იმ წევრების მიმართ აქვთ, რომლებიც რეორგანიზაციაზე მსჯელობისას ბიზნესსკოლას წარმოადგენდნენ, თუმცა მხარი დაუჭირეს ბიზნესსკოლის მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტთან შეერთებას და გიორგი ქადაგიძის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
სტუდენტებმა ბიზნესსკოლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე არსებულ კითხვებზე პასუხების მოთხოვნით აქცია 3 საათზე დაიწყეს, აკადემიური საბჭოს წევრები თავის მხრივ აცხადებენ, რომ საქმიან ფორმატში შეხვედრისთვის მზად არიან.
პარალელურად ბიზნესსკოლის მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილი ბიზნესსკოლის სტატუს-კვოს დაბრუნებისა და პროცესში ყველას ჩართულობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.