187 წელი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან.
ქვეყანა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ტრადიციულ ღონისძიებებს მწერლის მშობლიურმა სოფელმა უმასპინძლა. სამწერლობო მოღვაწეობა, უნიკალური პუბლიკაციები, „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პირველი ბანკი – მწერალი, პუბლიცისტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი, რომლის მრავალმხრივი მოღვაწეობის მთავარი ხაზი ეროვნული თვითმყოფადობის და იდენტობის შენარჩუნება და ევროპული ფასეულობების გავრცელება იყო, დღეს ყვარელში კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი სახალხო დღესასწაულის მთავარი ადგილი იყო.