სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მინისტრმა ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამასთან, აღინიშნა, რომ რეფორმების გატარების პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.