საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდა უცხოელ კოლეგას. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა იორდანიის მეფე მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.