საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესს განიხილავენ ბრიუსელშიც.
ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ სწორედ ეს საკითხი იყო ნატო-საქართველოს კომისიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. ალიანსში 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებული სამუშაოების და პროცესის დინამიკის მიმართ ინტერესი დიდია. ნატოელ პარტნიორებს ივნისის შემდეგ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო. საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტსაც. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩებს სამიტის მიმართ საკუთარი მოლოდინი გააცნო.