ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ლუმინიცა ოდობესკუსთან

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ილია დარჩიაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.

ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.