საქართველოში ვიზიტით იმყოფება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე. ილია დარჩიაშვილმა მას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას.