აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოშია – ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ალიევს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დახვდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ორი ლიდერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს 14:00 საათზე, „შატო მუხრანში“ გააკეთებს.
ანა ბროლაძე აშუქებს პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.