ილჰამ ალიევის ინტერვიუ

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტა დღესვე შეათანხმოს, თუ სომხეთი კონფლიქტის დარეგულირების საბაზისო პრინციპებს დაიცავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის, სომხეთმა მიწების გათავისუფლების ვალდებულება უნდა აიღოს. ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ სურს ისეთივე სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს სომხეთთან, როგორც მის ქვეყანას საქართველოსთან აქვს.