ილჰამ ალიევის განცხადება

„აზერბაიჯანი და სომხეთი ახლოს არიან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს კონსტიტუციური საფუძვლით კვლავ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ. მისივე თქმით, სომხეთის მიერ დოკუმენტის ტექსტის წინადადებების დაგვიანებამ პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაეროს კლიმატის კონფერენციის დასრულების შემდეგ განახლდება. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მეზობლური ურთიერთობების დამყარებას. ოლაფ შოლცმა ამ კუთხით მხარეებს თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.