იფთარი მუსლიმი თემის პატივსაცემად

საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა. პრემიერის სახელით გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.