ნატო-ს გენერალური მდივანი მოკავშირეების მხარდაჭერაზე საუბრობს. ვაშინგტონში ვიზიტისას ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბოლო წლებში რუსეთი აშინებდა მეზობლებს, გამოიყენა სამხედრო ძალა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალიანსმა რეკორდულად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, რაც განპირობებულია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიით. ახლა ნატო-ს აქვს ოთხი საბრძოლო ბატალიონი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ასევე გაზარდა წარმომადგენლობა შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაგირება ნატო-ს მოკავშირეებისგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. თუმცა, მისივე სიტყვებით, ნატო-ს ასევე სჭირდება რუსეთთან დიალოგისკენ სწრაფვა, რადგან რუსეთი ალიანსის მეზობელია.