ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტთან, რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.
იოზვიაკმა სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაზეც სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ საქართველო არის პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია, ითანამშრომლონ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. „უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ ნატო-ს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება“. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, კითხვაზე, ექნება თუ არა კანონის მიღებას რაიმე შედეგი კონკრეტულად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განხილულა.