იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“- ის მიმდინარეობას გაეცნო.
იენს სტოლტენბერგთან ერთად, „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა.