ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს პირადად ეხმაურება.
იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში ექსკლუზიურად ქეთევან ქარდავა ესაუბრა. პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს პირველი პირი შეშფოთებას გამოთქვამს. ის სარგებლობს შემთხვევით და ქართველ ხალხს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო სამძიმარს უცხადებს.
ალიანსის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოს მხარდაჭერაზე და აცხადებს, რომ ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს რაიმე სახის დამოუკიდებელ სუბიექტად.