შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი პროტესტი. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს.
სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა სიმბოლურად ის კედელი დაანგრიეს, რომელიც მათი თქმით, ცენტრმა პირველკურსელებს აუშენა და ამით განათლების მიღების უფლება შეუზღუდა.
მოთხოვნა უცვლელია – 2018-19 სასწავლო წლებში უნივერსიტეტს მიეცეს პირველკურსელთა მიღების უფლება, რომელიც ავტორიზაციის ეროვნულმა საბჭომ 20 აგვისტოს, დავალიანების საფუძველზე შეუჩერა.