ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული გართობის მოყვარულებისთვის. „მოამბის“ გუნდი ამჯერად იბიცაზე გამოგზაურებთ. ძვირადღირებულ ტურიზმზე, ველურ ადგილებსა და მაგიურ სანაპიროებზე გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე მოგვიყვებიან. ბალეარის კუნძულების შესახებ რეპორტაჟს ორ ნაწილად ნახავთ. პირველ ნაწილში გაეცნობით ახალი ფორმის ტურიზმს, რომელიც ეკოსისტემის გარშემოა აწყობილი და გაიგებთ რა თანხას იხდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები ე.წ. „მწვანე დასვენებაში“.