ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა.
ელჩი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ – წარმატებები და გამოწვევები“, ასევე, დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.
მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე.
ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, – მიმდინარეობს.