იაპონიის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა.

ელჩი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ – წარმატებები და გამოწვევები“, ასევე,   დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.

მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე.

ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, – მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი